გიმნაზიის სპორტული შესრულებისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტში (SPRI), ჩვენ მოტივირებულები ვართ დავეხმაროთ ბავშვებს გაიზარდონ ჯანმრთელი, ძლიერი და თავდაჯერებულები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ბავშვი უნიკალურია და სწორედ ამიტომ შევქმენით თითოეულ მათგანის მიზნებსა და ინტერესებზე აგებული, სპეციფიკური ყოვლისმომცველი პროგრამა.
ჩვენი პროგრამა იწყება სიღრმისეული კონსულტაციით ჩვენს პედიატრ/ფიზიოთერაპევტთან. მოცემული პირველადი შეხვედრა მოიცავს ბავშვის პერსონალური და სამედიცინო ისტორიის საგულდაგულოდ გადახედვას, ზოგად ფიზიკურ შემოწმებას და დისკუსიას პოტენციურად არსებული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ჩვენ განვიხილავთ თქვენი შვილის ცხოვრების წესს, კვების რუტინასა და ფიზიკური აქტივობის დონეს, რათა მივიღოთ სრული სურათი მისი ჯანმრთელობის შესახებ.
პირველადი კონსულტაციიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიწყებთ ფიტნესის შეფასების ტესტების ჩატარებას, რომელიც მორგებულია ბავშვის ასაკსა და განვითარებაზე
ბავშვებს 10წლიდან და ზევით, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ჩართულია მაღალი ინტენსივობისა და კონკურენტულ სპორტის სახეობებში, გთავაზობთ ელექტროკარდიოგრამის სკრინინგს. ეს ტესტირება გვეხმარება აღმოვაჩინოთ ნებისმიერი სახის პოტენციურად არსებული გულის დაავადება, რომელოიც შეიძლება არ გამოვლინდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ თქვენს შვილს აქვს პირადი ან ოჯახური ისტორია, რომელიც გულის პრობლემებს უკავშირდება ეკგ ტესტი შეიძლება რეკომენდირებული იყოს შედარებით პატარა ასაკიდანაც.
გიმნაზიის სპორტული შეფასებისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტის (SPRI) მიზანია ბავშვის უსაფრთხო ჩართულობა სპორტსა და სხვა ფიზიკურ აქტივობებში, გაიუმჯობესონ თავიანთი ათლეტური შესაძლებლობები და დატკბნენ ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესით. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლებთან და ბავშვებთან უშუალო კონტაქტი დაგვეხმარება სწორი მიზნის დასახვაში, თანადგომასა და განვითარებაში ამ გზაზე თითოეული ნაბიჯის გადადგმისას.
მოუთმენლად ველით თქვენს მობრძანებას გიმნაზიის სპორტული შეფასებისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტის (SPRI) ოჯახში და თქვენი შვილის გულშემატკივრობას ჯანმრთელობისა და ფიტნესისკენ მიმავალ გზაზე.